დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან კონტაქტისთვის მზად არის – ველოდებით სიგნალებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონტაქტისთვის, მოსკოვი ელოდება სიგნალებს და დროულად მოგაწვდით ინფორმაციას შესაძლო საუბრის შესახებ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მისმინეთ, პუტინი მზად არის, ჩვენ ველოდებით სიგნალებს, ყველა მზად არის. ამიტომ აქ ყავის ნალექზე მკითხაობა რთულია. როგორც კი რამე მოხდება, თუ რამე მოხდება, შეგატყობინებთ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის კონტაქტი შაბათ-კვირას.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი შეაჩერონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული – სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები