დიმიტრი პესკოვი - ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთთან ომის შესახებ საუბრობენ, რუსეთის დემონიზებას ცდილობენ
ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთთან ომის შესახებ საუბრობენ რუსეთის დემონიზებას ცდილობენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„სიტუაცია ნათელია, ეს არის რუსეთის დემონიზების მცდელობა, მტრის იმიჯის შექმნა, რომელიც გადასახადის გადამხდელებისგან დამატებითი თანხების გამოძალვის მიზნით გამოიყენება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს კიევთან ერთად ევროკავშირიც განიცდის.
„ცხადია, კიევის რეჟიმის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის ფინანსური ტვირთის ევროპელ გადასახადის გადამხდელებზე გადატანის პროცესი იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.