ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილსა და უკრაინას შორის კავშირი ვაშინგტონის საზრუნავია და არა მოსკოვის

დიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილსა და უკრაინას შორის კავშირი ვაშინგტონის საზრუნავია და არა მოსკოვის

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილსა და უკრაინას შორის კავშირი ვაშინგტონის საზრუნავია და არა მოსკოვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის უკრაინასთან შესაძლო კავშირის კომენტირებისას განაცხადა.
„ამაზე არა ჩვენ, არამედ ამერიკის სპეცსამსახურებმა უნდა იფიქრონ, ნებისმიერ შემთხვევაში, ცეცხლთან თამაშს შედეგები აქვს, ამიტომ, პირველ რიგში, ეს დიდი საზრუნავი და თავის ტკივილი უნდა იყოს აშშ-ის სპეცსამსახურებისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონმა უარყო ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან უესლი როუთი უკრაინის მხარეს საბრძოლდველად მებრძოლების რეკრუტირებაში მოხალისედ იყო ჩართული. უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის პრესსპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ რაიან უესლი როუთს არანაირი კავშირი არ ჰქონია ქვედანაყოფთან.
„გვინდა განვმარტოთ, რომ რაიან უესლი როუთი არასოდეს ყოფილა საერთაშორისო ლეგიონის წევრი ან მასთან დაკავშირებული. ნებისმიერი პრეტენზია ან წინადადება, რომელიც სხვა რამეს მიუთითებს, სრულიად არაზუსტია“, - აღნიშნა ლეგიონის პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.