დიმიტრი პესკოვი – არსებობს პროცესები და მცდელობები მესამე ძალების მხრიდან, მათ შორის უცხოეთიდან, სერბეთში არეულობის პროვოცირება მოახდინონ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სერბეთში იმყოფებიან დამკვირვებლები, რომლებსაც არ დაუფიქსირებიათ რაიმე დარღვევა, რამაც შეიძლება ეჭვი შეიტანოს არჩევნების ლეგიტიმურობაში და მიმდინარე მოვლენები არის მცდელობა მესამე ძალების მხრიდან, მათ შორის უცხოეთიდან, ქვეყანაში არეულობის პროვოცირება მოახდინონ.
„არის შიდა კანონმდებლობა, არის საარჩევნო ორგანოები, არიან დამკვირვებლებიც, რომლებსაც არ დაუფიქსირებიათ რაიმე დარღვევა, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა. ამასთან, არსებობს პროცესები და მცდელობები მესამე ძალების მხრიდან, მათ შორის უცხოეთიდან, ბელგრადში ასეთი არეულობის პროვოცირება მოახდინონ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბელგრადში მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტიის – „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – მხარდამჭერებმა, მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ შესაჩერებლად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად