დიმიტრი პესკოვი – ამერიკელებს იშვიათი ლითონები სჭირდებათ, ჩვენ ის ბევრი გვაქვს

ამერიკელებს იშვიათი ლითონები სჭირდებათ, ჩვენ ის ბევრი გვაქვს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ სტრატეგიული რესურსების განვითარების საკუთარი გეგმები გვაქვს, მაგრამ აქ თანამშრომლობის საკმაოდ ფართო პერსპექტივები იქმნება. პერსპექტივები არსებობს, შესაძლებლობები არის და როდესაც პოლიტიკური ნების გამოვლენისთვის შესაფერისი მომენტი დადგება, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მომდევნო კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით განხორციელდება.
„შემდეგი კონტაქტები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით იქნება, ეს იქნება კონტაქტები ექსპერტების დონეზე“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, კითხვაზე, ენდობა თუ არა რუსეთი აშშ-ს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ კრემლი „საკუთარ თავს ენდობა“.
„ჩვენ საკუთარ თავს ვენდობით. იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ ჩვენ ამერიკელებს ვენდობით, გრძელი გზის გავლა მოგვიწევს. ურთიერთნდობის აღსადგენად და მის გასაძლიერებლად შესაბამისი ზომების შემუშავება იქნება საჭირო“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს