დიმიტრი პესკოვი – აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია – ჩვენს ინტერესებშია, საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს

უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.
„ჩვენ მსგავსი გეგმების შესახებ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ რეაქციას ვხედავთ. მაგრამ, ალბათ, მათ მისი რუსეთის პროექტად მიჩნევის მცდელობის აბსურდულობა უნდა ავუხსნათ. ფაქტია, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ახლა მათ თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის, მათ ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, ფულს იღებს ან უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებით არის დაინტერესებული.
„საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენს ინტერესებშია ის, რომ საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში გუშინ ხელახლა დააინიცირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ