დიმიტრი მედვედევი – მარკ რუტემ რუსული უნდა ისწავლოს, შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს

მარკ რუტემ რუსული უნდა ისწავლოს, შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
“გენერალურმა მდივანმა რუტემ აშკარად ძალიან ბევრი მაგიური სოკო შესანსლა, რომელიც ნიდერლანდელებს უყვართ. ის ჩინეთსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ხედავს ტაივანის გამო, შემდეგ კი რუსეთის თავდასხმას ევროპაზე. თუმცა, ერთ რამეში მართალია: მან რუსული უნდა ისწავლოს, ეს შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს”, – დაწერა მედვედევმა.
შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთს ნატო-ზე თავდასხმისკენ უბიძგოს, რათა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ყურადღება გადაატანინოს, თუკი ჩინეთი ტაივანზე თავდასხმას დააპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”