დიმიტრი მედვედევი – „კროკუსში“ განხორციელებული ტერაქტის ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები, ამ მკვლელობის თანამზრახველები ხართ თქვენ : ბაიდენი, მაკრონი, სუნაკი, შოლცი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის თანამონაწილეებს უკრაინელებს კი მის ნამდვილ დამკვეთებს უწოდებს.
„პატივცემულო აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ლიდერებო! ტერორისტების განცხადებები, რომ მათ კიევში მილიონ რუბლს დაჰპირდნენ და რომ იქ მისასვლელად რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ფანჯარა უნდა გაველოთ, თქვენთვის საკმარისი არ იყო?ტერაქტი ISIS-მა დაუკვეთა, ასე არ არის? ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები, თქვენი აღზრდილები და ამ მკვლელობის თანამზრახველები ხართ თქვენ : ბაიდენი, მაკრონი, სუნაკი, შოლცი და სხვა თანამზრახველები. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ!“ – წერს მედვედევი X-ზე.
ცნობისთვის, მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა „კრუკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულთა დაკითხვის კადრები. მათ კოორდინატორად დაასახელეს ვინმე საიფულო, რომელმაც მიუთითა თავდასხმის ადგილი, უკრაინის საზღვრამდე გაქცევის გზა და ფულად ჯილდოს დაჰპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან