დიმიტრი მედვედევი – დღეს რაც ხდება, მარიონეტული ომია, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით და ჩვენ მათ პასუხი გავცეთ – დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები კი სრული სისულელეა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დასავლეთი პრაქტიკულად სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად მოსკოვმა პასუხი უნდა გასცეს მას და საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული დარტყმები განახორციელოს.
„დღეს რაც ხდება, არის მარიონეტული ომი, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით, ხმამაღალი განცხადებებით ევროპის მილიტარიზაციის შესახებ.
ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და მათ პასუხი გავცეთ“, – განაცხადა მან.
მედვედევის თქმით, დასავლეთში ბევრს სისხლში აქვს ღალატი და აქვთ საკუთარი უპირატესობის მოძველებული წარმოდგენა.
„დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები სრული სისულელეა. დავამატებდი, რომ ეს სისულელე განზრახ ვრცელდება საინფორმაციო სივრცეში ისედაც რთული სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. ეს ჩვენს წინააღმდეგ დასავლეთის ღია ომის კიდევ ერთი ფლანგია“, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!