ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი მედვედევი - დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვი შურს იძიებს

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვი შურს იძიებს, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„მიზეზი (სანქციების უკან) ნათელია: რაც უფრო უარესია ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მით უკეთესია დასავლური სამყაროსთვის. ჩვენ ეს ყველას უნდა გვახსოვდეს და მათზე, სადაც შესაძლებელია, შური უნდა ვიძიოთ. ისინი ჩვენი მტრები არიან“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია დააწესა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.