არქივი22 ივლისი, 2024, 07:26
დიმიტრი მედვედევი - ბაიდენი მორჩა - სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება.
„ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება“, - წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას „დემოკრატების“ კანდიდატად წარდგენას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.