დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი – რა მნიშვნელობა აქვს, სასამართლო 4 ათას ლარს შეუფარდებდა, თუ 5 ათასს?! – მთავარია, რომ ეს ადამიანი მალე დაუბრუნდება ოჯახს

რა მნიშვნელობა აქვს, 4 ათას ლარს შეუფარდებდა, თუ 5 ათასს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის, რომ ეს ადამიანი ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს, – ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ჩომახაშვილის თქმით, ხელახალი დაკავება ადამიანების მიმართ არასწორი მოპყრობაა.
„გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ შემოსულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოთი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ყოფილიყო დარჩენილი, თუმცაღა, ამოსავალი წერტილი ხომ ერთია – რა მნიშვნელობა აქვს, 4 ათას ლარს შეუფარდებდა, თუ 5 ათასს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის, რომ ეს ადამიანი ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს და არა მარტო ეს ადამიანი, იქ მყოფებიც, განსაკუთრებით, ის 20 წლის ბიჭი, რომელიც იყო განსაკუთრებით ასაკობრივად განსხვავებული იქ მყოფ პირთაგან და ეს იყო ყველაზე გულდასაწყვეტი. არ შეიძლება ადამიანის დაკავება, როცა ისინი ტოვებენ ადმინისტრაციული წესით დაკავების ადგილს. ხელახალი დაკავება – ეს არის უბრალოდ არასწორი მოპყრობა ადამიანების მიმართ. სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მოცემულობა, მაგრამ, რაც მთავარია, ბრალდებული გარეთ გამოუშვა”, – განაცხადა ჩომახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო