დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო, რა დაამშვიდებთ – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!

დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო, რა დაამშვიდებთ – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!
დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე, – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს რეგიონები ადარდებთ, მაგრამ, თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შესაძლოა, დამამშვიდებლებიც დასჭირდეთ. თუმცა, როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიცია იმიტომ ვერ წყნარდება, რომ მათი მთავარი – ხუთნომრიანი პარტიაც კი ვერ მიიღებს იმდენ ხმას, რამდენი ადამიანიც დღეს აქციაზე იქნება.
“დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე.
რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დაჭირდეთ.
მაგრამ რა დაამშვიდებთ, – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!” – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი