ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში გორის "დილამ" თბილისის "იბერია 1999" დაამარცხა. დავით პეტრიაშვილი არენაზე გორელებმა მეტოქეს 3:1 სძლიეს და სუპერთასის ფინალის საგზური მოიპოვეს.
დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში "იბერიამ" მე-19 წუთზე იური ტაბატაძის გოლით გახსნა. 21-ე წუთზე "დილამ" მეტოქეს დეო ბასინგას ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი ფრედ დასრულდა. 62-ე წუთზე გორელები ანდრონიკაშვილის პენალტით დაწინაურდნენ, მატჩის საბოლო ანგარიში კი, ოთარ ფარულავამ დააფიქსირა 79-ე წუთზე გატანილი გოლით.
სუპერთასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 27 ივნისს შედგება. დავით პეტრიაშვილი არენაზე თბილისის "სპაერი" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
GFF.GE
ისტორიაში პირველად! - ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასი მოიგო
28 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
2023 წლის სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება
საქართველოს ახალი სუპერთასი ახალ მფლობელს ელოდება
2022 წლის საქართველოს სუპერთასს ქუთაისი უმასპინძლებს
საჩხერის "ჩიხურას" ემოციური ქომაგი სუპერთასზე

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.