ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დილამ" "იბერია 1999"-ს 4:1 მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურში სამი მატჩი გაიმართა.
„დილამ“ სტუმრად „იბერია 1999“ 4:1 დაამარცხა და 31 ქულით გალიდერდა. „იბერია 1999“ 29 ქულით მეორე ადგილზეა.
„სამგურალმა“ სახლში 2:0 სძლია „გაგრას“, „სამტრედიასა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა კი 0:0 დასრულდა.
იბერია 1999 - დილა 1:4
გოლები: 0:1 ვაუტერი (13, პენ), 0:2 რუხაძე (20), 0:3 ვაუტერი (35), 1:3 შ. ნონიკაშვილი (58, პენ), 1:4 შეყილაძე (90+7)
გამოუყენებელი პენალტი: გაგნიძე (35, დილა)
სამგურალი - გაგრა 2:0
სამტრედია - დინამო (თბ) 0:0
ხვალ „თელავი“ „კოლხეთს“ უმასპინძლებს, „ტორპედო“ კი - ბათუმის „დინამოს“.
საოცარი გუნდია გორის დილა. გილოცავთ გორელებო, რა იცით ესეთი რა ვაშლის ელექსირი გაქვთ ყველა სეზონის ბოლოს გუნდიდან ამდენ ფეხბურთელს უშვებთ და სამ თვეში უკეთეს გუნდს აკეთებთ? აი რას ნიშნავს სწრი მენეჯმენტი და სწორი სელექცია. არ მახსენდება დილაში ლეგიონერები მოეყვანათ და არ გაემართლებინათ, დაწყებული ლეანდრო რიბეიროთი და დამთავრებული კოვტალუკი ტიერი გეილით. ეს კონტე რა მაგარი ბიჭია, არ გაჩერებულა მთელი თამაში. საწყენია ევრო თასებზე რო არ არის წელს ეს გუნდი.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.