დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩაზე არსებულ 8 280 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჩატარდება.
„საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 186-ე საჯარო სკოლის წინ, 8 280 კვ.მ ფართობზე რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო-გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები. ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე არსებული საფეხბურთო მოედანი გაფართოვდება და რეაბილიტირდება. სკვერი აღიჭურვება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ახალი რეკრეაციული სივრცე, ბილიკის მეშვეობით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N1-ში გასულ წელს მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს.
„არეალების დაკავშირებით საკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე გამოვა. ზოგადად სასიამოვნოა ასეთი სივრცეების არსებობა, რაც ქალაქს ძალიან უხდება და სჭირდება. მიხარია, რომ ჩვენ არამხოლოდ რაიონების, არამედ უბნების დონეებში შევდივართ და მსგავსი ტიპის პროექტებს ვახორციელებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია