პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდ ბრიტანეთში, საცხოვრებლის ფასები ნოემბერში ორი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში, საცხოვრებლის ფასები ნოემბერში ორი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში, ნოემბერში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა მაქსიმალურად 2022 წლის ნოემბრის შემდეგ – 3,7%-ით წლიური თვალსაზრისით, იტყობინება ბრიტანული იპოთეკური კომპანია Nationwide Building Society.
მაჩვენებელი ზედიზედ მეათე თვეა იზრდება, ოქტომბერში ზრდამ 2,4% შეადგინა.
Trading Economics-ის კონსენსუს პროგნოზი იყო ზრდის ტემპების შენარჩუნება ოქტომბრის დონეზე.
სახლების ფასები 2022 წლის მარტიდან მოყოლებული ყველაზე მეტად გაიზარდა – 1,2%-ით, ოქტომბერში 0,1%-იანი ზრდის შემდეგ და ახლა საშუალოდ 268,144 ფუნტია (340,2 ათასი აშშ დოლარი) ერთ ქონებაზე. ეს მხოლოდ 1%-ით დაბალია 2022 წელს დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმზე.
„სახლების ფასების ზრდის აჩქარება გასაკვირია, რადგან ხელმისაწვდომობა დაბალია ისტორიული სტანდარტების მიხედვით,” - თქვა რობერტ გარდნერმა, უფროსმა ეკონომისტმა Nationwide-ში, „სახლის ფასები საშუალო შემოსავალთან შედარებით მაღალი რჩება, ხოლო საპროცენტო განაკვეთები კოვიდამდელ დონეს ბევრად აღემატება”.
interfax

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.