დიდძალი ქონება, მკურნალობა ლონდონში და რეჟიმის მართვის ნაკლები გამოცდილება – რა არის ცნობილი ლიკვიდირებული ალი ხამენეის სავარაუდო მემკვიდრე ვაჟზე?

ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სი (IRGC) აჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მო­ი­თხოვს ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის შემ­დე­გი ლი­დე­რის და­ნიშ­ვნას ალი ხა­მე­ნე­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რო­ებ­მა Iran International-სგა­ნუ­ცხა­დეს.

“მას შემ­დეგ, რაც ალი ხა­მე­ნეი აშშ-ისა და ის­რა­ე­ლის ერ­თობ­ლი­ვი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში არე­უ­ლო­ბამ და დაბ­ნე­უ­ლო­ბამ იმა­ტა. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სი (IRGC) და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს ლი­დე­რის სას­წრა­ფო წე­სით და­ნიშ­ვნას სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გვერ­დის ავ­ლით. ვი­ნა­ი­დან სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გრძელ­დე­ბო­და, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და ექ­სპერტთა საბ­ჭოს- უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის შერ­ჩე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნოს სხდო­მის მოწ­ვე­ვა,“- წერს გა­მო­ცე­მა.

  • ამავდრო­უ­ლად, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნეჟა­დი ცო­ცხა­ლია და უსაფრ­თხო ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნე­ის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს და­სავ­ლუ­რი მე­დი­აც. dailymail-ი მის შე­სა­ხებ პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ასა­ჯა­რო­ებს. მა­გა­ლი­თად, აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო დაზ­ვერ­ვის დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ირა­ნის ახა­ლი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის პოსტზე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნეი, არა­ერ­თხელ მკურ­ნა­ლობ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში.

“რო­გორც ამ­ბო­ბენ 56 წლის მოჯ­თა­ბა მა­მის მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, ლონ­დონ­ში, აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თვის 2008 წელს გაგ­ზავ­ნი­ლი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით “ვი­კი­ლიქ­სის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ოჯა­ხი მოჯ­თა­ბას მემ­კვიდ­რე­ე­ბის გა­ჩე­ნას სთხოვ­და. თუმ­ცა მა­მა­კაცს ამი­სათ­ვის მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და.

აშშ-ის დაზ­ვერ­ვის ცნო­ბით, მოჯ­თა­ბა ლონ­დონ­ში, კრომ­ვე­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და.

 

ბრი­ტა­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 4 ვი­ზი­ტის შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ მას ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ბა­ბუ­ის, მა­შინ­დე­ლი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, სა­ხე­ლი – ალი და­არ­ქვეს. აშშ-ის დაზ­ვერ­ვის თა­ნახ­მად, ის შე­და­რე­ბით გვი­ან, 2004 წელს და­ქორ­წინ­და.

დაზ­ვერ­ვა­ში ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი, თუ რო­გორ “მუ­შა­ობ­და მოჯ­თა­ბა უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის ოფის­ში მა­მა­მი­სის ჩრდილ­ქვეშ“. რე­ჟიმ­ში ის “ფარ­თოდ აღიქ­მე­ბო­და, რო­გორც ქმე­დი­თი და ძლი­ე­რი ლი­დე­რი და მე­ნე­ჯე­რი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ოდეს­მე მა­ინც და­ი­კა­ვოს ეროვ­ნუ­ლი ლი­დე­რის ად­გი­ლი.“

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის “და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის (IRGC) ლი­დე­რებ­თან.“

  • New York Times-ის ცნო­ბით, 86 წლის ალი ხა­მე­ნე­იმ სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე სა­ი­დუმ­ლოდ და­ა­სა­ხე­ლა სამი კან­დი­და­ტი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა ირა­ნის მო­მა­ვა­ლი სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ და მათ­გან მისი ვაჟი არ­ცერ­თი არ იყო.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი ხა­მე­ნე­ის სურ­ვი­ლი იყო უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის პოს­ტი და­ა­კა­ვე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ ღო­ლამ-ჰო­სე­ინ მოჰ­სე­ნი-ეჯეს, მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს – ალი ას­გარ ჰე­ჯაზს ან ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ხა­მე­ი­ნის შვი­ლიშ­ვილს, ჰა­სან ხა­მე­ინს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ მოჯ­თა­ბა ალი ხა­მე­ნე­ის მე­ო­რე ვა­ჟია და ჰყავს უფ­რო­სი ძმა, მოს­ტა­ფა, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია.

  • რა ქო­ნე­ბას ფლობს მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნეი?

ბოლო წლებ­ში მოჯ­თა­ბა ირან­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი გახ­და. არა­ბუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თის, “ალ­ქუდს ალა­რა­ბის“ ცნო­ბით, ის შე­საძ­ლოა მი­ლი­არ­დე­რი იყოს და უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რე არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის, სი­რი­ის, ვე­ნე­სუ­ე­ლა­სა და აფ­რი­კის ბან­კებ­ში ჰქონ­დეს შე­ნა­ხუ­ლი. მისი ქო­ნე­ბა შე­საძ­ლოა ასე­ვე მო­ი­ცავ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოქ­როს და ბრი­ლი­ანტს, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს.

იან­ვარ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით დუ­ბა­ი­ში 328 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ტა­ნა. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მისი სიმ­დიდ­რის დიდი ნა­წი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ეთ­ში გა­ყი­დუ­ლი ნავ­თო­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბი­დან მო­დის.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას მთელ მსოფ­ლი­ო­ში აქვს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მათ შო­რის 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე ლონ­დონ­ში, “მი­ლი­არ­დერ­თა რი­გის“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ქუ­ჩა­ზე.

ირან­ში კი ფლობს თე­ი­რა­ნის ჩრდი­ლო-ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე “აბას აბა­დის“ ელი­ტუ­რი უბ­ნის ნა­წილს და მი­წის უზარ­მა­ზარ ნაკ­ვე­თებს მე­შ­ჰე­დის მახ­ლობ­ლად.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ასე­ვე ჰყავს კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი, სას­წრა­ფო მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი, Mercedes-ის მან­ქა­ნე­ბის ფლო­ტი და ცხე­ნე­ბი.

  • მოჯ­თა­ბა 1969 წელს მა­შ­ჰად­ში და­ი­ბა­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხუ­რობ­და ირან-ერა­ყის ომში.

მო­ჯტა­ბა ხა­მე­ნეი თე­ი­რან­ში მდე­ბა­რე ჰეზ­ბო­ლას ოფის­ში – 2024 წლის 1 ოქ­ტომ­ბე­რი.

 

უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში თე­ო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლი­სას მას ას­წავ­ლი­და რა­დი­კა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც “ნი­ან­გის აია­თო­ლა“. აია­თო­ლა მუ­ჰა­მედ ტაკი მის­ბაჰ იაზ­დი, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა 2021 წელს, იყო ცნო­ბი­ლი მკაც­რი ხა­ზის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც მხარს უჭერ­და ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შე­მუ­შა­ვე­ბას.

2019 წელს აშშ-მ მას სან­ქცი­ე­ბი და­ა­კის­რა “უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის­თვის“, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­დროს ყო­ფი­ლა არ­ჩე­უ­ლი ან და­ნიშ­ნუ­ლი სამ­თავ­რო­ბო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მა­მის ოფის­ში მუ­შა­ო­ბის გარ­და.

წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”