ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

დი­დუ­ბის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში მხატ­ვრი­სა და მო­ქან­და­კის, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს.
ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში 23 აპ­რილს ჩა­მო­ას­ვე­ნეს. ის 22 აპ­რი­ლის ღა­მეს, მოს­კოვ­ში, 91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ზუ­რაბ წე­რე­თელს 01:30 სა­ათ­ზე გული გა­უ­ჩერ­და. ის 1997 წლი­დან რუ­სე­თის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სად­მი დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო, 2003 წელს პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ზუ­რაბ წე­რე­თელს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა.
წე­რე­თე­ლი 1992-1995 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ. ის ასე­ვე, 2006 წლის 23 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე აღ­მარ­თუ­ლი წმინ­და გი­ორ­გის ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც წე­რე­თელ­მა თბი­ლისს “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” შემ­დეგ აჩუ­ქა.
ზუ­რაბ წე­რე­თელს დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, მე­უღ­ლის გვერ­დზე დაკ­რძა­ლა­ვენ.
ფო­ტო­ე: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.