არქივი10 ივლისი, 2024, 01:24
დიდუბის რაიონში სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენა მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენა მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასთან ერთად, სკვერებში დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აქტიურად აწესრიგებს. ამ დროისთვის, 13 მისამართზე 38 საპარკე სკამი განთავსდა, დაიდგა ექვსი ურნა, 15 მისამართზე სავარჯიშო ზონებში დაზიანებული სახურავები შეიცვალა, ასევე, ახლით ჩანაცვლდა საბავშვო მოედნებზე ატრაქციონები, დამონტაჟდა განათების სისტემა და აღდგა სასმელი წყლის სოკოები. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 100 000 ლარი შეადგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.