დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს

დიდუბის გამგეობა რაიონში მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, განახლდება საკლასო ოთახები და დერეფნები, მოწესრიგდება იატაკი, გათბობის სისტემა. ასევე, რეაბილიტირდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემა. სკოლებში, ასევე ეწყობა უსაფრთხოების ღობეები, წყალსაწრეტი მილები, ბოლო ეტაპზე კი სკოლების ეზოებში ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ამ დროისთვის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესში დიდუბისა და დიღმის მასივის შვიდი სკოლაა ჩართული.
სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდგომ, სასწავლო გარემო უფრო კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გახდება.
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილესთან და დედაქალაქის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 551 265 ლარია გამოყოფილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა