არქივი14 ივლისი 2025, 22:55
დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს – მერია

დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს – ინფორმაციას მერია ავრცელებს:
თბილისის მერია თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებს.
ამ ეტაპზე, დიდუბის რაიონის გამგეობას დაზარალებული მოსახლეობა სასტუმრო „იბერიალსა“ და სასტუმრო „აფაში“ გადაჰყავს. ამასთან, გამგეობა აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სხვა სასტუმროების მოძიებასაც დაზარალებულთა დასაბინავებლად.”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.