ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა უკრაინისთვის ზამთრის ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 37 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
"აღნიშნული დაფინანსება არის დიდი ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების 127 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაწილი, რომელიც უკრაინისა და რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული," - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ჯამური ღირებულება ამ დროისთვის 9.3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.