დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე [რომანოვი] კიდევ ერთმა ქვეყანამ დაასანქცირა. “მაგნიტსკის სიაში” მყოფ “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსანს შეზღუდვები დიდმა ბრიტანეთმა დაადო.
სანქცირებულია ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. როგორც ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ, ვასაძე და ფარცხალაძე გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ვასაძეს დაუწესდათ როგორც ფინანსური, ასევე სამოგზაურო შეზღუდვები.
კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, მათ – გაეყინებათ აქტივები, დაუწესდებათ დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, აკერძალებათ მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში და დაუწესდებათ სანქციები ტრასტის სერვისებისთვის.
ლევან ვასაძის დასანქცირების საფუძვლად მითითებულია – მისი ჩართულობა ან მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკაში ან ქმედების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაში, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, სანქცირების მიზეზად მითითებულია – მონაწილეობა [ამჟამად ან წარსულში] რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მისგან მხარდაჭერის მიღებაში “მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის” დირექტორად მუშაობით, რომელიც საქმიანობას ეწევა რუსეთის ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს