ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“დიდი ხანია ივანიშვილს ყელში აქვს გაჩხერილი რამდენიმე დამოუკიდებელი უნივერსიტეტი” – მერაბ მეტრეველი

“დიდი ხანია ივანიშვილს ყელში აქვს გაჩხერილი რამდენიმე დამოუკიდებელი უნივერსიტეტი” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
დიდი ხანია ივანიშვილს ყელში აქვს გაჩხერილი რამდენიმე დამოუკიდებელი უნივერსიტეტი.
ამ ე.წ. რეფორმის ერთი და მთავარი მიზანი, მე როგორც მივხვდი, მათ წინააღმდეგ გალაშქრებაა. რეფორმის ფარგლებში პროფესორებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მუშაობის შემთხვევაში შესთავაზებენ მაღალ ხელფასს (მგონი 10 000 ლარი თქვა კობახიძემ), ოღონდ პირობა იქნება, სხვაგან არ იმუშაოს (კობაძიძემ თქვა, პროფესორი ერთ ადგილზე უნდა მუშაობდეს, კვლევებს აკეთებდეს, სახელმძღვანელოს წერდესო). ამით იმედი აქვთ, რომ კერძო უნივერასიტეტებს პროფესურას გამოაცლიან (ბევრი იფიქრებს, რომ 2000 ლარს და რამდენიმე უნივერსიტეტში სირბილს 10 000 ლარი და ერთგან მუშაობა ჯობია) და რა არის უნივერსიტეტი კარგი პროფესურის გარეშე? თან რეპრესიებშიც ვერ დაადანაშაულებ. გეტყვის, შენ შესთავაზე მეტიო, მაგრამ ხომ ხვდებით, ვერცერთი კერძო უნივერსიტეტი 10 000 ლარს პროფესორს ვერ შესთავაზებს.
ილიაუნს კი, ალბათ, საერთოდ გააუქმებენ რეფორმის ფარგლებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.