„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს, გამოიძიოს ნავალნის სიკვდილის გარემოებები

მსოფლიოს შვიდი უმსხვილესი სამრეწველო დემოკრატიული ქვეყნის ჯგუფის – „დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, სრულად ახსნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სიკვდილის გარემოებები. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაში.
შეხვედრა გაიმართა მიუნხენში, სადაც ამ დღეებში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია იმართება. როგორც იტყობინება იტალია, რომელიც G7-ს თავმჯდომარეობს, შეხვედრა ნავალნის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო.
“მისი იდეების და თავისუფლებისთვის, ასევე რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ნავალნი ფაქტობრივად სიკვდილით დასაჯეს”, – თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ. ნავალნის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა რუსეთში პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.
რუსეთში კოლონიაში სასჯელის მოხდის დროს, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ცნობა გუშინ გავრცელდა. დღეს ეს ინფორმაცია ოჯახმა დაადასტურა. მისი თანამებრძოლები თვლიან, რომ ეს იყო მკვლელობა მიუხედავად იმისა, მოხდა ეს უშუალოდ, თუ ეს იყო სასტიკ პირობებში ყოფნის, ან 2020 წელს მოწამვლის შედეგად.
ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა რუსეთის და უცხოეთის არაერთ ქალაქში. რუსეთში მოწყობილ აქციებზე დაპატიმრებულთა რიცხვმა 350 ადამიანს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო