მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, I ჯგუფში საფრანგეთმა სენეგალი 3:1 დაამარცხა.
მატჩამდე სენეგალის ნაკრების თავდამსხმელმა ილიმან ნდიაიემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გახდებიან. პირველ ტაიმში სენეგალი უკეთ გამოიყურებოდა, ორი კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
შესვენების შემდეგ საფრანგეთმა თამაში გამოასწორა, აქტიურად შეუტია და პირისპირ გასულ ოლისეს და მბაპეს მენდიმ არ გაატანინა. თუმცა, კილიანმა მაინც დალაშქრა მეტოქის კარი. მერე დემბელეს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ბარკოლამ დაამწუხრა მენდი. კომპენსირებულ დროში მბაიემ ანგარიში შეამცირა, მბაპემ დუბლი შესრულა.
ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს ერაყი და ნორვეგია დაუპირისპირდებიან.
მეორე ტურში, 23 ივნისს საფრანგეთი ერაყს, ნორვეგია კი სენეგალს შეხვდება.
ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“
საფრანგეთი – სენეგალი 3:1
გოლები: 1:0 მბაპე (66), 2:0 ბარკოლა (82), 2:1 მბაიე (90+5), 3:1 მბაპე (90+6)
– მბაპემ ნაკრებში 58-ე გოლი გაიტანა და ჟირუს გადაასწრო. მის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 გოლია და კლოზეს რეკორდამდე 2 გოლი აშორებს.
– დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელის რანგში მეოცე მატჩი ჩაატარა – უფრო მეტი, 25 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცის ჰელმუტ შიონის ანგარიშზეა.
– საფრანგეთის ნაკრებმა ტურნირის ისტორიაში თავისი ანტირეკორდი დაამყარა – პირველ ტაიმში კარისაკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.