დიდი მოლოდინებით აღსავსე არ ვარ, თუმცა მაინც ყურადღებით დავაკვირდები რა შეიძლება შეცვალოს ერთი ირაკლის მეორეთი ცვლილებამ – იაგო ხვიჩია

მმართველ გუნდში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს მათი ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მომავალი პრემიერის ირაკლი კობახიძის თანამდებობების გაცვლით, ქვეყანში არსებული რეალობა არ შეიცვლება.
“რა უნდა შეიცვალოს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ორივე მათგანი, ორივე ირაკლი „ქართული ოცნების“ საკმაოდ მაღალ თანამდებობის და გავლენიან პირებს წარმოადგენენ დიდი ხნის განმავლობაში და ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვერ შეგვიტყვია რაიმე განსაკუთრებული სურვილი ამ ადამინების, რომ განსხვავებული ინტერესები გააჩნდნენ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე დიდი მოლოდინებით აღსავსე არ ვარ, თუმცა მაინც ყურადღებით დავაკვირდები რა შეიძლება შეცვალოს ერთი ირაკლის მეორეთი ცვლილებამ”, – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით