“დიდი მესაჭე” პირველად სწორედ მან უწოდა ბელადს და მაინც დახვრიტეს” – ზურაბ ფარჯიანი

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
ისტორიის გაკვეთილებს მაინც არავინ სწავლობს. ყველა “აცდენს”.
1934 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „პრავდაში“ იოსებ სტალინს პირველ უწოდეს „დიდი მესაჭე“ – Великий кормчий. (მაოს მოგვიანებით უწოდეს იგივე სახელი). სტატიაში ამ ფრაზის გამოყენება სიტყვების შემთხვევითი თამაში არ ყოფილა, რადგან სტატიაში აღწერილი იყო საბჭოთა მეთაურ დიმიტრი დუპლიცკის მეთაურობით განხორციელებული, ყინულმჭრელი „ფიოდორ ლიტკეს“ ექსპედიცია ჩრდილოეთის ზღვის გზაზე, ვლადივოსტოკიდან მურმანსკამდე. ბუნებრივია, სტალინის ბრძნული მესაჭეობით. როგორც ამბობენ, “დიდი მესაჭე” პირველად სწორედ დიმიტრი დუპლიცკიმ უწოდა ბელადს. და მაინც დახვრიტეს. 1937 წლის 4 ნოემბერს დააპატიმრეს; 1938 წლის 19 თებერვალს კი კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში კუთვნილების ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და იმავე დღეს დახვრიტეს. საბოლოოდ ყველაზე კარგად მაინც საკუთარ ტყავზე სწავლობს ყველა. მეტი კომენტარი დღევანდელ დღეზე არ მაქვს – ერთს დავამატებდი, რომ დღეს 1 წელი ხდება რაც ირაკლი კობახიძემ შეძლო ის, რაც ოპოზიციამ ვერ ქნა – ქუჩაში გამოიყვანა ხალხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან