,,დიდი მადლობა ირაკლი რუხაძეს ბადრი პატარკაციშვილის “იმედის” ბრენდის სანიმუშოდ შენარჩუნებისთვის” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ირაკლი რუხაძეზე სოციალურ ქსელში წერს:
,,დიდი მადლობა ირაკლი რუხაძეს ბადრი პატარკაციშვილის “იმედის” ბრენდის სანიმუშოდ, მრავალწლიანად შენარჩუნებისთვის; დარწმუნებული ვარ, რომ ილია მიქელაიშვილი, მისი გუნდი და ტელეკომპანიის მენეჯმენტი კიდევ უფრო ახალ სიმაღლეზე აიყვანენ ზერეიტინგულს.
ნურავის გამორჩება ის მომენტი, რომ კერძო მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია ბიზნესის ნაწილია და ადრე თუ გვიან ხდება ცვლილება მფლობელებში გინდ აქ და გინდ ნებისმიერ ქვეყანაში. კონსპიროლოგიაში ძალიანაც ნუ “იბუქსავებთ” ე.წ. “კეთილმოსურნენო”.
როცა გაუბედურებული ნაცრადიკალების ბოდვით აშლილობას (დელირიუმს) ვაკვირდები ამა თუ იმ მნიშვნელოვან თემაზე, მაგალითად, “იმედის” მფლობელის შეცვლაზე, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი და არა ფსიქიატრი, უძლური ვარ ავხსნა. რას არ ატირაჟირებენ უსაშველობით და უპერსპექტივობით გაპარტახებული სექტანტები. თურმე:
ირაკლი რუხაძე გარბის, საერთაშორისო სანქციების ეშინია, “ოცნების” გემი იძირება, “იმედს” მედვედევის პროტეჟე დაეპატრონა და ა.შ. OMG! გესმით როგორ შესქელდა ნაცჭაობი?!”

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს