დიდი იმედი მაქვს, ისტორიული გამარჯვებაც წინ გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, ამიტომ წარმატება ჩვენს ბიჭებს
განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი „იმედი LIVE“-ში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა და იმედი დაიტოვა, რომ საქართველო პორტუგალიასთან შეხვედრისას ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებს.
„მსგავსი სიამაყის განცდა ალბათ ხშირად არ გვაქვს, როდესაც ასეთ სარბიელებზე საქართველოს ჰიმნი ჟღერდება. მადლობა თითოეულ ჩვენს გუნდის წევრს, შტაბს, მწვრთნელს, ფედერაციას იმ თავდადებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს და იმ ისტორიული ქულისთვის. დიდი იმედი მაქვს, ისტორიული გამარჯვებაც წინ გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, ამიტომ წარმატება ჩვენს ბიჭებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. 22 ივნისს საქართველო-ჩეხეთის თამაში 1:1 დასრულდა. შემდეგ თამაშს ნაკრები 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართვას.
Previous: უცხოური აგენტურა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, ამ ფონზე რეიტინგში რეკორდული წინსვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ენდობა ხელისუფლებას
Next: თუ რომელიმე სექტორული დახმარებით გარკვეული გრანტები შემოდის და მართლაც კარგ საქმეს ხმარდება, უფრო მეტი თანხა ხმარდება ქვეყნის რყევას, რევოლუციების მოწყობას
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.