არქივი16 მაისი, 2025, 12:24
დიდი დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში – ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

ხმაურია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე ამ წტებში კრიმინალური პოლიცია მივიდა.
თავდაპირველად, ხმაური ტელეკომპანია „პირველების” ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას სხდომაზე არ შეშვებას მოჰყვა. რადგან ფაქტი გააპროტესტეს როგორც ბრალდებულმა ისე მისი ოჯახის წევრებმა.
აღნიშნულს მანდატურის თანამშრომლებსა და სასამართლო შენობაში მყოფი პირების შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შემდეგაც მანდატურებმა პირები სასამართლო შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა ნიკუშა კაციას დედა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.