დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ჯარები განათავსოს — სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სამშვიდობო ჯარების განთავსებით.
„ბიბისის“ ცნობით, სტარმერმა ეს კომენტარი პარიზის შეხვედრის წინ გააკეთა — ევროპის ლიდერები საფრანგეთში იკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის და თავდაცვის საკითხები განიხილონ.
სტარმერმა ასევე დაწერა, რომ ევროპამ კიდევ უფრო უნდა გაზარდოს ხარჯები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, სტარმერის თქმით, ამას „შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა ალიანსში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე“.
გერმანელი დეპუტატი იურგენ ჰარდტი ამბობს, რომ თუკი უკრაინაში შეიქმნება სამშვიდობო მისია, დიდი ალბათობით, გერმანიც ამ კონცეფციის ნაწილი იქნება.
იმავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიემგზავრება საუდის არაბეთში, რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, სადაც უკრაინა არ არის მიწვეული.
იმავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიემგზავრება საუდის არაბეთში რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც სავარაუდოდ სამშაბათს დაიწყება.
მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა აღარ დაეხმაროს ევროპის კონტინენტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა „ევროპის არმიის“ შექმნისკენ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის გამოსვლამ ნათლად აჩვენა, რომ ძველი ურთიერთობა ევროპასა და ამერიკას შორის დამთავრდა და აუცილებელია ახალ რეალობაზე მორგება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უარყო სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ „ეროვნული ჯარების გაერთიანება“ არ იქნება, თუმცა ევროკავშირმა უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება