ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს

დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს

დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს. შესაბამისი განცხადება თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ლონდონმა გადაწყვეტილება საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ მიიღო, რომელმაც იარაღის საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოყენების საფრთხე გამოავლინა.
ლემიმ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეეხება 350-დან 30 ლიცენზიას. მინისტრმა დააზუსტა, რომ ბრიტანეთი კვლავ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი.
ლონდონის გადაწყვეტილება იმ ფონზე გახდა ცნობილი, როდესაც დასავლური ქვეყნები მოუწოდებენ ისრაელის ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად დადოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.