ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთი და ლატვია უკრაინას ათასობით დრონს გადასცემენ

დიდი ბრიტანეთი და ლატვია უკრაინას ათასობით დრონს გადასცემენ. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ დიდი ბრიტანეთი და ლატვია სათავეში ჩაუდგებიან უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დრონების განვითარების საერთაშორისო კოალიციას. ჩვენ ერთად უკრაინას მივაწვდით შესაძლებლობებს, რომლებიც მას სჭირდება თავდაცვისთვისა და ამ ომში გამარჯვებისთვის, რათა გარანტირებულ იქნას, რომ პუტინი მარცხს განიცდის თავის უკანონო და ბარბაროსულ ამბიციებში“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც კოალიციის წევრი, დიდი ბრიტანეთი გაზრდის და მოაწესრიგებს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ე.წ. FPV-დრონების გადაცემას. ეს პროექტი 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის პაკეტიდან იქნება დაწყებული, რომლის შესახებაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ამა წლის იანვარში გამოაცხადა.
ამ პაკეტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ათასობით დრონს შეუკვეთავს, მათ შორის ბრიტანელი მწარმოებლებისგან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.