არქივი6 აგვისტო 2026, 23:48
დიდი ბრიტანეთის საელჩო მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ ითხოვს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ ითხოვს.
საელჩო გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი სასჯელი „არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია“.
„დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, - წერია განცხადებაში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.