დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის

პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მას [ვლადიმერ პუტინი] ჯერ კიდევ აქვს მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები. უკრაინის ბრძოლა, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და აშშ-ის მხარდაჭერით, მართლაც ჩინებულია. ვფიქრობ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები გაგრძელდება. საკითხავია, რამდენად სერიოზულად არის რუსეთი ამ მოლაპარაკებების მიმართ განწყობილი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხის სიმამაცით აღფრთოვანებულია.
„მათი სიმტკიცე, მათი შეუპოვრობა და თავგანწირვა შთამბეჭდავია. ის ფაქტი, რომ მაშინაც კი, თუ მათ მთელი მსოფლიო მიატოვებდა, ისინი პარტიზანულ ომს მაინც გააგრძელებდნენ, ნამდვილად შთამაგონებელია“, – აღნიშნა დევიდ ლემიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?