დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ეს კლასიკური დონალდ ტრამპია – ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაგმობით დაკავებული არ ვარ

ეს კლასიკური დონალდ ტრამპია. ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაგმობით დაკავებული არ ვარ, – ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ -ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.
„ვფიქრობ, ეს კლასიკური დონალდ ტრამპია. ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაგმობით დაკავებული არ ვარ. მე იმის ინტერპრეტაციას ვახდენ, რაც ამის უკან დგას და ამის უკან ძალიან სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია, რომელთა საფუძველზეც დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა“, – განაცხადა დევიდ ლემიმ.
მისი თქმით, გრენლანდიის მომავალი კუნძულის მოსახლეობის საქმეს წარმოადგენს.
„ნატო-ს შექმნის შემდეგ წევრ ქვეყნებს შორის ომი არ ყოფილა და ამას არც მომავალში წარმოვიდგენ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და დანიის ავტონომიური ტერიტორიაზე, გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.
„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)