არქივი10 ივლისი, 2024, 14:24
დიდი ბრიტანეთის პრემიერი - ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია
კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია.
„რა თქმა უნდა, რაკეტები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ რაკეტების „თავდაცვითი მიზნებისთვის“ გამოყენება უნდა მოხდეს.
„უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ისინი ამ თავდაცვითი მიზნებისთვის“, - აღნიშნა სტარმერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.