ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის პრემიერი - რუსეთიდან უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ისმის - პუტინს კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან

დიდი ბრიტანეთის პრემიერი - რუსეთიდან უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ისმის - პუტინს კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან

რუსეთიდან უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ისმის, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცებას.
„რუსეთიდან უპასუხისმგებლო რიტორიკა ისმის და ეს ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაში ხელს ვერ შეგვიშლის“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებული ახალი ბირთვული დოქტრინის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით, ერთობლივ თავდასხმად განიხილება.
„(პუტინს) კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.