ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოხსენებას რუსული დეზინფორმაციის შესახებ გააკეთებს.
„სესიაზე დეზინფორმაცია რუსეთის ჩარევისა და საქართველოში ჩატარებული 2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების კონტექსტში განიხილება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სესია სამშაბათს, 1 აპრილს, 14:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) გაიმართება და მასში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას ვირტუალურ ფორმატში მიიღებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.