დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩინეთში 30 დღეზე ნაკლები ვადით ჩავლენ, ვიზების გარეშე მოგზაურობა შეეძლებათ.
ამასთან, ბრიტანეთის მთავრობაში განმარტეს, რომ ჩინეთში საქმიანი ან ტურისტული მიზნით ჩასული პირები ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ, რაც დიდ ბრიტანეთის 50 სხვა ქვეყანასთან გათანაბრებას უზრუნველყოფს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: დღეს კი, ბატონო სპიკერო, იგივე ურყევი სიმტკიცეა საჭირო უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

ირაკლი კობახიძე – შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს კომიკური მდგომარეობიდან