დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური - ენდი ბერნემი და დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემსა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხები განიხილეს.
„უკრაინის საკითხზე ლიდერები ცეცხლის შეწყვეტისკენ მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. პრემიერ-მინისტრმა უკრაინისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით გამართული ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ასევე, ბერნემმა და ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.
„პრემიერ-მინისტრმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიმართ დიდი ბრიტანეთის ერთგულება გამოხატა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.