არქივი5 თებერვალი, 2024, 19:21
დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე დაუდგინდა
დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ბუკინგემის სასახლე დამატებითი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მეფემ მკურნალობა უკვე დაიწყო.
როგორც ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, მეფემ ყველა საჯარო ღონისძიება გადადო.
მანამდე ჩარლზ მესამე პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში იანვრის თვეში გადაიყვანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.