ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ განხილვა ადასტურებს, რომ “დიფ სთეითის” დამარცხება გარკვეულ დროს მაინც მოითხოვს – ამ ხალხმა ვერაფრით გაიგო, რომ ივანიშვილზე გავლენის მოხდენა სანქციებით მუქარას არ შეუძლია, ჩვენ ომში არ ჩავებმებით

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ განხილვა ადასტურებს, რომ “დიფ სთეითის” დამარცხება გარკვეულ დროს მაინც მოითხოვს – ამ ხალხმა ვერაფრით გაიგო, რომ ივანიშვილზე გავლენის მოხდენა სანქციებით მუქარას არ შეუძლია, ჩვენ ომში არ ჩავებმებით
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ განხილვა ადასტურებს, რომ “დიფ სთეითის” დამარცხება გარკვეულ დროს მაინც მოითხოვს, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “დიფ სთეითის” წარმომადგენლებმა ვერ შეიგნეს, რომ ბიძინა ივანიშვილზე გავლენას ვერანაირი შანტაჟით და სანქციების დაწესების მუქარით გავლენას ვერ მოახდენენ, ვინაიდან, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება.
“დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ განხილვა ადასტურებს, რომ “დიფ სთეითის” დამარცხება გარკვეულ დროს მაინც მოითხოვს. მეორე მხრივ მათი გაუაზრებელი ქმედებები ისევ იმ ქვეყანას აზარალებს სადაც მათ ფესვები აქვთ გადგმული.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ ხალხმა ვერაფრით გაიგო და ვერც შეიგნო, რომ ბატონ ივანიშვილზე გავლენის მოხდენა ვერანაირი შანტაჟით და სანქციებით მუქარას არ შეუძლია. ჩვენ ომში არ ჩავებმებით, ბიძინა ივანიშვილისთვის კი საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია შესაბამისად ბრიტანელების ეს ვერაგი განზრახვა კრახისთვისაა განწირული.” – წერს ნიკოლეიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.