ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის ელჩი - უკანასკნელ დღებში უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით - მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა

დიდი ბრიტანეთის ელჩი - უკანასკნელ დღებში უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით - მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია. ბრიტანეთის ელჩი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.
“საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკანასკნელ დღებში, უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით.
ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია.
მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.
საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.
სწორედ ამიტომ, დღეს, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.