არქივი5 ივლისი, 2024, 13:27
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ კირ სტარმერს
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ კირ სტარმერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი კობახიძე მას წარმატებას უსურვებს და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მზაობას გამოთქვამს.
„წარმატებას ვუსურვებ მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გამოვთქვამთ თანამშრომლობის მზაობას მის მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის“, – წერს პრემიერი.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.