ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“დიდია შანსი, რომ ნაციონალური მოძრაობა აიკრძალოს და ვადამდელი არჩევნები გამოცხადდეს”– გიორგი მელაძე

“დიდია შანსი, რომ ნაციონალური მოძრაობა აიკრძალოს და ვადამდელი არჩევნები გამოცხადდეს”– გიორგი მელაძე

დავფიქრდეთ, რით გაერთობა ეშმაკი და ჩვენ პოლიტიკურ პროცესში აუცილებლად ვნახავთ იმ თამაშს. . . . მე მგონი, დიდია შანსი, რომ ნაციონალური მოძრაობა აიკრძალოს და ვადამდელი არჩევნები გამოცხადდეს. ახლა კითხვა: რა უნდა ქნას ოპოზიციურმა ამომრჩეველმა? . . . 1. მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში – ასე ის გაიყვანს ახალ მთავრობას და მას მოსთხოვს ახალ რეფორმებს; 2. დაიკიდოს არჩევნები – ასე მისი კიდევ უფრო მეტად მარგინალიზება მოხდება საერთაშორისო არენაზე, პროცესი გაიწელება, გახდება მეტად მტკივნეული მისი აქტიური ნაწილისთვის; 3. ნაციონალური მოძრაობა გადანაწილდეს ოპოზიციურ პარტიებში, რომელსაც ისედაც არ ჰყავთ აქტიური წევრები და შეიქმნას ჰიბრიდი . . . მოკლედ, დიდი ამბავი უნდა მოხარშოს საქართველოს დემოკრატიულმა ამომრჩეველმა, თუ სახელმწიფოს საბოლოოდ კარტელიზაციის თავიდან არიდება უნდა. საქართველოს პოლიტიკოსების უდიდეს ნაწილს დემოკრატიის არ სჯერა. პოლიტიკოსების უდიდეს ნაწილს დემოკრატია არ უნდა. . . . უნდა ვაიძულოთ მიიღონ დემოკრატიული პროექტი! . . . პროცესი უნდა გაცდეს რამდენიმე ოჯახის ინტერესს და ისტერიულ მსჯელობას! #პროტესტისგეგმა

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.