არქივი23 იანვარი, 2024, 06:57
დიდთოვლობის გამო თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა
გადაუღებელი თოვისა და ყინვის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი დილიდან გაჩერებულია.
წუხანდელი ღამიდან, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება, თუმცა უამინდობა ყველა სახის ტრანსპორტს აფერხებს.
ამ დროისათვის, მოძრაობა შეფერხებულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზეც, სადაც მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაიშვება.
რეგიონში შექმნილ ვითარებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის საკითხებზე, დღეს განცხადებას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გააკეთებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.