ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდთოვლობა, ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება - საქართველოს მასშტაბით ამინდი უარესდება

საქართველოს მასშტაბით დღეიდან ამინდი უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-დან 11 იანვრის ჩათვლით, მოსალოდნელია ნალექი - მთაში და მაღალ მთაში თოვლი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-დან 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდეს.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.